ქალი მეცნიერები ეპილეფსიასთან ბრძოლის წინა ხაზზე ნანახია 95-ჯერ 11 თებერვალს, მეცნიერი ქალებისა და გოგონების საერთაშორისო დღესთან და ეპილეფსიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრმა წარმოადგინა ლაივშეხვედრა თემაზე: „ქალი მეცნიერები ეპილეფსიასთან ბრძოლის წინა ხაზზე”. ლექციის ფარგლებში მომხსენებლებმა ისაუბრეს შემდეგ თემებზე: 🌕 ეპილეფსიური ნეირონის ულტრასტრუქტურული ცვლილებები; 🌕 ორსულობა და ეპილეფსია; 🌕 ურთიერთობა ემოციებსა და ეპილეფსიას შორის; 🌕 ეეგ- როგორც ბიომარკერი ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებში. მომხსენებლების შესახებ 👨⚖️ მოდერატორი: რევაზ სოლომონია, პროფესორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. 🔶 ია ჟვანია - პროფესორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; 🔶 ნატა ბუკია - პროფესორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი; 🔶 ირინა ბილანიშვილი - პროფესორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი; 🔶 ირმა ხაჩიძე - პროფესორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.