პროფესორ მერაბ კოკაიას საჯარო ლექცია

28 მარტს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ჩატარდა ი. ბერიტაშვილის ფიზიოლოგთა საზოგადოების და საქართველოს ნეირომეცნიერების ასოციაციის გაერთიანებული სხდომა და ლექცია თემაზე: ,,გენური თერაპია ეპილეფსიისთვის’’. ლექცია წაიკითხა ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტის ნევროლოგიის განყოფილების, კლინიკური მეცნიერების ინსტიტუტის, ეპილეფსიის ცენტრის დირექტორი, პროფესორი მერაბ კოკაია.