მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალი – 2019

2019 წლის მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტულ ბიომედიცინის ცენტრის ღონისძიებების ჩამონათვალი:

19 სექტემბერი

მრგვალი მაგიდა - „ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები“

მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის ქ.N 59, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ბერიტაშვილის აუდიტორია. 12.00 სთ.

20 სექტემბერი

შემეცნებითი ტური გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის სკოლაში.

მისამართი: გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის საჯაარო სკოლა.12.00 სთ.

23-25 სექტემბერი

ივანე ბერიტაშვილის საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოების IV საერთაშორისო ყრილობა.

მისამართი: ქ. თბილისი, ლ. გოთუას ქ. № 14. 10.00 სთ.

23 სექტემბერი

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მიერ გადაღებული ახალი დოკუმენტური ფილმის „ივანე ბერიტაშვილი“ ჩვენება-პრეზენტაცია.

მისამართი: ქ. თბილისი, ლ. გოთუას ქ. № 14. 11.00 სთ.

23 სექტემბერი

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ახალი საკონფერენციო დარბაზის საზეიმო გახსნა.

მისამართი: ქ. თბილისი, ლ. გოთუას ქ. № 14. 11.00 სთ.

25 სექტემბერი

გამოფენა – კონკურსი «ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო».

კონკურსი ჩატარდება ორ ნომინაციაში:

  1. ჩემი დიდი თანამემამულე, გამოჩენილი მეცნიერი ივანე ბერიტაშვილი (ი.ბერიტაშვილის პორტრეტი);
  2. 21- ე საუკუნის მეცნიერება

მისამართი: გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ვეჯინი, ივანე ბერიტაშვილის მუზეუმი. 13.00 სთ.

28-29 სექტემბერი

GAMS-ის V საერთაშორისო კონფერენცია ტკივილის მულტიდისციპლინური მართვა - თანამედროვე მიდგომები.

მისამართი: თბილისი, თბილისი ბიზნეს ცენტრი Best Western Hotel Tbilisi. აფაქიძის ქ.11. 10.00 სთ.

29 სექტემბერი

ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია -“თანამედროვე ბიომედიცინის აქტუალური საკითხები

მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. № 35/32, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 328-ე აუდიტორია. 11.00 სთ.

30 სექტემბერი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრსა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის.

მისამართი: ქ. ზუგდიდი, ჯანაშიას ქ. № 14, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, 113-ე აუდიტორია. 12.00 სთ.

30 სექტემბერი

საჯარო ლექცია - „რადიაცია და ადამიანი; რისკი, სარგებელი, პერსპექტივები“ მომხსენებელი პროფესორი დავით ნადარეიშვილი.

მისამართი: ქ. ზუგდიდი, ჯანაშიას ქ. № 14, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, 113-ე აუდიტორია. 12.30 სთ.