თანამშრომლობის მემორანდუმი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან

5 ივნისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო აქტივობების დაგეგმვისა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების მიზნით ეწვივნენ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრები - საქართველო“. თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ჩხობაძე და სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი დავით ნადარეიშვილი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, ასევე პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალი, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია.
შეხვედრისას, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნისათვის საბუნებისმეტყველო დარგების განვითარების მნიშვნელობას და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან აღნიშნული მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებისა და მხარდაჭერის მზაობას.