სოფელ მერეთის (გორი) საჯარო სკოლის მოსწავლეთა ვიზიტი ცენტრში

2019 წლის 15 მაისს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს ესტუმრა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის საჯარო სკოლის IX-XII კლასის მოსწავლეთა ჯგუფი სკოლის დირექტორის თეა ხაბალაევისა და ბიოლოგიის პედაგოგის ლელა ოქროპირიძის ხელმძღვანელობით. მოსწავლეები გაეცნენ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის განყოფილებებსა და ლაბორატორიებში მიმდინარე ექსპერიმენტებს.