EUTERP-ში გაწევრიანება

2019 წლის აპრილში, მალტაზე, რადიაციულ დაცვაში ევროპის ტრენინგის და განათლების ფონდის (EUROPEAN TRAINING AND EDUCATION IN RADIATION PROTECTION FOUNDATION) მიერ, ორგანიზებულ – რადიაციული დაცვის ტრენინგების ოპტიმიზაციის საკითხებზე ევროპის მე–8 ვორკშოპში - ,,8th EUTERP WORKSHOP Optimization of training in radiation protection" მონაწილეობის მიღების დროს ცენტრის დირექტორის დავით ნადარეიშვილის მიერ წარმატებით განხორციელდა სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ორგანიზებული სასწავლო (ტრენინგ) კურსის ,,რადიაციული დაცვა სამედიცინო რადიოლოგიაში" ფარგლებში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მიერ, NoRER9147 რეკომენდაციის (NoRER9147 Enhancing Member States Capabilities for Ensuring Radiation Protection of Individuals Undergoing Medical Exposure) გათვალისწინებით, ქართულ ენაზე შედგენილი სახელმძღვანელოს მასალების წარდგენა/განხილვა, რაც საფუძველს ჩაუყრის, ჩვენი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, რადიაციული დაცვის საკითხებში მედიცინაში ქართულ ენაზე სახელმძღვანელოს გამოცემას. ასევე, რაც ძალიან მნიშნელოვანია, ბერიტაშვილის ცენტრი უკვე გაწევრიანდა EUTERP-ში, რაც მნიშნელოვნად გაზრდის და ევროპულ დონეს მიუახლოვებს საქართველოში რადიაციული დაცვის საკითხებში განათლების დონეს.