„ტვინის ცოდნის კვირეული“

მიმდინარე წლის 26 აპრილს, 15 სთ-ზე, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის საკონფრენციო დარბაზში „ტვინის ცოდნის კვირეული“-ს ფარგლებში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია.

დღის წესრიგი:

შესავალი სიტყვა:

საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაციის პრეზიდენტი, აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი;

მოხსენებები:

პროფესორი ნანა დორეული -„საფერავის ფლავონოიდების ნეიროპროტექტორული აქტივობის შესაძლო მექანიზმების კვლევა კაინის მჟავას ეპილეფსიის ვირთაგვას მოდელში“, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის გამგე;

მედიცინის დოქტორი ნინო გზირიშვილი - „ეპილეფსიის პრექირურგიული დიაგნოსტიკა“, თბილისის ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი, ნევროლოგი.

ორგანიზატორები: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ივ.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ნეირომეცნიერებათა ასოციაცია და საქართველოს ივ.ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოება.