განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებში სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ პოზიციებზე:

  • რადიობიოლოგიის განყოფილება –მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული ,,ბ’’კატეგორია);
  • ბიოქიმიის განყოფილება – მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული ,,ბ”კატეგორია).

მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთონ:

  1. განცხადება, განყოფილების/ლაბორატორიის, დასაკავებელი პოზიციისა და კატეგორიის მითითებით;
  2. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  3. კალენდარული ავტობიოგრაფია – CV, მასში მოყვანილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებით;
  4. დიპლომების ასლები;
  5. გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (არსებობის შემთხვევაში):

კონკურსი ჩატარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.

არასრული და არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების წარმოდგენის ვადაა 2018 წლის 3 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით.

კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 18 აპრილს.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: 0160, თბილისი, გოთუას ქ. #14, II სართული, კანცელარია.

საკონტაქტო პირები - მარიამ ირემაშვილი, ელმირა მეგედი, ნინო ემუხვარი.

e-mail – secretary@lifescience.org.ge;

ტელ: 237 03 00 [(227), ( 229),( 225)].