ბერიტაშვილის კითხვანი

2018 წლის 10 იანვარს 14.00 სთ-ზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადების 133 წლისთავისადმი მიძღვნილი  სამეცნიერო სხდომა.

დღის წესრიგი:

მისალმება - გიორგი შარვაშიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი;

შესავალი სიტყვა - გურამ ბექაია, საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი;

მოხსენება: „ძილ-ღვიძილის ციკლის ფუნდამენტური ნეირობიოლოგიური მექანიზმების შესწავლა - ზოგიერთი ფსიქონერვული დაავადების პათოფიზიოლოგიის ახალი უჯრედული სამიზნეების წარმატებული კვლევის აუცილებელი პირობა“. მომხსენებელი - ნარგიზ ნაჭყებია, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიის გამგე.

ორგანიზატორები:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოება,

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიის და მედიცინის განყოფილება,

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.

მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, I სართული, აუდიტორია 115.