პროფესორ ბჰანუ ჯენას მოხსენება

საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაცია, აშშ მეცნიერთა საპატიო საზოგადოება Sigma Xi-ს საქართველოს განყოფილება და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი 2017 წლის 19 დეკემბერს, 12 საათზე, გიწვევთ ჯორჯ პალადის უნივერსიტეტის და აშშ ვეინის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორის, ვეინის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნანობიომეცნიერების ცენტრის დირექტორის - ბჰანუ ჯენას მოხსენებაზე  „ნეირონული პოროსომული კომპლექსი და ნეიროტრანსმისია“.

მოხსენება ჩატარდება ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში (ქ.თბილისი, გოთუას ქ. 14, 3 სართული, სააქტო დარბაზი).