მემბრანოლოგიის განყოფილება

განყოფილების გამგე:

         

 გვანცა ჭკადუა

ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი

ელ.ფოსტა: gvantsas@hotmail.com

g.chkadua@lifescience.org.ge

 

მთავარი მეცნიერ თანამშრომლები:

 

 

ლეილა წაქაძე

ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი

ელ.ფოსტა: leilatsakadze@yahoo.com

ეკა ნოზაძე

აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში

ელ.ფოსტა: noki2601@mail.ru

ლია შიოშვილი

აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში

ელ.ფოსტა: lika55566@inbox.ru

 

უფროსი მეცნიერ თანამშრომლები:

ნანა არუთინოვა

აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში

ელ.ფოსტა: nansop@yandex.ru

მარინე ლელაძე

აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში

ელ.ფოსტა: budedi@yandex.ru

 

მეცნიერ თანამშრომელი:

სოფიო ძნელაძე

აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში

ელ.ფოსტა: dsopio@yahoo.com

 

განყოფილების კვლევის ძირითადი მიმართულება:

თავის ტვინის ბიოლოგიური მანქანებისა და მექანიზმების მუშაობის მოლეკულური საფუძვლების, რეგულაციისა და მათი ფუნქციონალური მნიშვნელობის შესწავლა.

   განყოფილების კვლევის პრობლემას წარმოედგენს ტრანსპორტული ATPაზების მოლეკულური მექანიზმის შესწავლა; ნეიროტრანსმიტერებით და სინაფსური წარმოშობის სპეციფიური ცილით ტრანსპორტული ATPაზების რეგულაციის პრინციპების კვლევა; მრავალუბნიანი ფერმენტული სისტემების კინეტიკური კვლევის თეორიის შექმნა.

კვლევის შედეგად მიღებული სამეცნიერო შედეგები:

1. დამუშავდა მრავალუბნიანი ფერმენტული სისტემების კინეტიკური მრუდების ანალიზის თეორია და მეთოდები, რის საფუძველზე შესაძლებელი გახდა აუცილებელი აქტივატორებისათვის, სრული ინჰიბიტორებისათვის და ნაწილობრივი ეფექტის მქონე მოდიფიკარებისათვის განკუთვნილი უბნების რაოდენობის დადგენა; გასაშუალებული, მოჩვენებითი პარამეტრების (კატალიზური და დაკავშირების კონსტანტები) საშუალებით ფერმენტის კინეტიკური დახასიათება და ფერმენტის მოლეკულური მექანიზმის მინიმალური მოდელის განსაზღვრა.

2. ექსპერიმენტალური მონაცემების საფუძველზე სრულად გაიშიფრა NaK-ATPაზური სისტემის მოლეკულური მექანიზმი (მინიმალური მოდელი).

3. აღმოჩენილია, დღემდე უცნობი, ნერვული დაბოლოების მემბრანებში ლოკალიზებული NaK-ATPაზის ნეიროტრანსმიტერებით (დოფამინით, ნორადრენალინით, სეროტონინითა და აცეტილქოლინით) რეგულაციის მექანიზმები, რომლებსაც უდავოდ გააჩნიათ ფუნქციური დატვირთვა. ეს მექანიზმები მონაწილეობას უნდა ღებულობდნენ ქიმიური სინაფსური გადაცემის რეგულაცია-მოდულაციაში, ხოლო აღმოჩენილი, ამ პროცესებში მონაწილე, სინაფსური წარმოშობის სპეციფიური ცილა-რეგულატორების არსებობა, შესაძლებელს ხდის განვიხილოთ ეს მექანიზმები, როგორც დასწავლისა და ხანმოკლე მეხსიერების პროცესების შესაძლო კომპონენტები.

4. კვლევის შედეგად გაიშიფრა ორვალენტიანი კათიონებით (Mn2+, Ni2+ , Zn2+) და ანიონებით (Cl-, HCO3-) აქტივირებული ტრანსპორტული ATP-აზების მუშაობის მოლეკულური მექანიზმი.

განყოფილების ეგიდით თბილისში ჩატარდა საკავშირო კონფერენციათა სერია “იონების ტრანსპორტი” თბილისი, 1972, 1975, 1978, 1981 და 1986 წწ; ორი საერთაშორისო სიმპოზიუმი მიძღვნილი NaK-ATPაზასადმი: “ტრანსპორტული ATPაზები”, თბილისი, 1984 და “იონების ტრანსპორტი და მათი რეგულაციის მექანიზმები”, თბილისი, 1989.

განყოფილებაში შესრულებული მონოგრაფიები:

1. ქომეთიანი ზ; ვეკუა მ. ’’მემბრანული ტრანსპორტული ფერმენტების კინეტიკა“. “ვისშაია შკოლა”, 1988.

2. ქომეთიანი ზ. “მრავალუბნიანი ფერმენტული სისტემების კინეტიკური ანალიზის საფუძვლები”, თბილისი, (2005).

3. ქომეთიანი ზ.. ”მრავალუბნიანი ფერმენტული სისტემების კინეტიკური ანალიზი” (ინგლისურ ენაზე), “საქართველის მაცნე” (2007).