ნეიროტოქსიკოლოგიის განყოფილება

განყოფილების გამგე:

ილია ლაზრიშვილი

ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი

ელ.ფოსტა: nukrilaz@gmail.com  

n.lazrishvili@lifescience.org.ge

 

მთავარი მეცნიერ თანამშრომლები:

 

დიანა მუსერიძე

ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი

ელ.ფოსტა: dianamuseridze@yahoo.com

 

 

თამარ ბიკაშვილი

აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში

ელ.ფოსტა: takobikasvili@yahoo.com

ლალი გეგენავა

აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში

ელ.ფოსტა: lali_gegenava@mail.ru

 

უფროსი მეცნიერ თანამშრომელი:

ლია გელაზონია

აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში

ელ.ფოსტა: lia_gelazonia@yahoo.com

 

მეცნიერ თანამშრომლები:

ნინო ღვინაძე

მაგისტრი

ელ.ფოსტა: nin_got@yahoo.com

 

 

 მარიამ მიქაძე

მაგისტრი

ელ.ფოსტა: mariam.mikadze@ens.tsu.edu.ge

 

 

 

განყოფილება სათავეს იღებს ივ. ბერიტაშვილის ინიციატივით 1960 წელს ჩამოყალიბებული ნეირომორფოლოგთა და ჰისტოქიმიკოსთა ჯგუფებიდან, რომლებსაც 1967 წელს ეწოდა ელექტრონული მიკროსკოპიის ლაბორატორია (ხელმძღვანელი პროფესორი არჩილ მიქელაძე) და ჰისტოქიმიის ლაბორატორია (ხელმძღვანელი პროფესორი იგორ სვანიძე). 1974 წელს ა. მიქელაძის გარდაცვალების შემდეგ ელექტრონული მიკროსკოპიისა და ციტოქიმიის ლაბორატორიები გაერთიანდა და ეწოდა ნეირომორფოლოგიის ლაბორატორია (ხელმძღვანელი ი. სვანიძე). 1985 წელს ნეირომორფოლოგიის ლაბორატორიამ დასაბამი მისცა ორ – ნეირომორფოლოგიისა (ხელმძღვანელი ი. სვანიძე) და ფუნქციური ნეიროანატომიის (ხელმძღვანელი ილია ლაზრიშვილი) ლაბორატორიას, რომლებიც 2006 წელს კვლავ გაერთიანდა და ეწოდა ნეიროანატომიის განყოფილება (ხელმძღვანელი ი. სვანიძე, 2009 წლიან კი – ი. ლაზრიშვილი). 2013 წელს ნეიროანატომიის განყოფილების ბაზაზე ჩამოყალიბდა ნეიროტოქსიკოლოგიის განყოფილება (ხელმძღვანელი – ი. ლაზრიშვილი) და თავის ტვინის ულტრა- და ნანოარქიტექტონიკის ლაბორატორია (ხელმძღვანელი – პროფესორი მზია ჟვანია).


განყოფილების სამეცნიერო მიმართულება:

ზოგიერთი ტოქსიკური ეფექტის მქონე ნაერთის ზემოქმედების შესწავლა ცხოველთა ქცევასა და თავის ტვინის ქერქისა და ქერქქვეშა წარმონაქმნების სტრუქტურულ ორგანიზაციაზე.

2015–2019 წლებში გამიზნულია ორი თემის შესრულება.

თემა 1: ეთანოლის დაბალი დოზების მასტიმულირებელი (ჰორმეზული) ზემოქმედების შესწავლა ლიმბური სისტემის ნეიროგენეზზე, მეტაბოლიზმზე და ქცევით აქტებზე თეთრი ვირთაგვების პოსტნატალური განვითარების სხვადასხვა ეტაპზე (ხელმძღვანელი - ი. სვანიძე)

 

ჯგუფის სამეცნიერო შედეგები:


ბოლო წლებში ჩვენს მიერ შეისწავლებოდა საკითხები, რომლებიც ეხება ორგანიზმის ეთანოლითა და ქსენობიოტიკ ტოლუოლით ინტოქსიკაციის პრობლემებს, მათ ზეგავლენას თეთრი ვირთაგვების თავის ტვინის მრავალფუნქციური თვისებების მქონე ლიმბური სისტემის ქერქული და ქერქქვეშა სტრუქტურების ნეიროგენეზზე, მეტაბოლიზმზე და ცხოველთა ქცევით პარამეტრებზე. ნერვული სისტემის კულტურის პირობებში ორგანოტიპური და დისოცირებული კულტურის მეთოდების გამოყენებით შესწავლილი იყო ნეირონებისა და ნეიროგლიური უჯრედების პლასტიურობის თვისებები და აღდგენითი პროცესების შესაძლებლობა. დისოცირებულ კულტურებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა გამოავლინა თავის ტვინის ქერქული სტრუქტურების ციტო– და მიელოარქიტექტონიკის აღდგენის მაღალი დონე აქსონებსა და შესაბამის უჯრედულ სამიზნეს შორის უჯრედშორისი კონტაქტების დამყარების ხარჯზე. ნერვული ქსოვილის მაღალი პლასტიკურობა მიუთითებდა სისტემის მთლიანობის აღდგენის სტიმულაციის შესაძლებლობაზე ანტიოქსიდანტების (დოლივინი, მირადოლი, პლაფერონი, თუთიის სულფატი და სუსტი ინტენსივობის ჰელიუმ–ნეონის ლაზერის სხივები) ზეგავლენით. მიღებული მონაცემები გამოყენებულ იქნა ეთანოლითა და ქსენობიოტიკ ტოლუოლით ინტოქსიკაციის დესტრუქციული ზეგავლენის და საპასუხო აღდგენითი პროცესების გაანალიზების დროს.
ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლენილ იქნა, რომ მაკე ვირთაგვების მიერ ეთანოლის და ტოლუოლის მოხმარება მათ შთამომავლობაში იწვევს თავის ტვინის გვერდითი პარკუჭების ღეროვანი უჯრედების და ჰიპოკამპის დაკბილული ფასციის მარცვლოვანი უჯრედების წინამორბედების პროლიფერაციული აქტივობის დათრგუნვას, ნეირო- და გლიობლასტების მიგრაციის პროცესის დარღვევას, რაც დადასტურებული იყო ქსოვილის კულტურის მოდელურ ექსპერიმენტებში. ეთანოლით და ტოლუოლით დედის ორგანიზმის ინტოქსიკაცია ასევე იწვევს ნერვული უჯრედების მნიშვნელოვანი რაოდენობის დაღუპვას თავის ტვინის ქერქში, ჰიპოკამპში და ქერქქვეშა ბირთვებში. აღნიშნულ პირობებში თავისუფალი რადიკალების სიგნალის ინტენსივობის განსაზღვრამ გამოავლინა, რომ ციტოტოქსიკოზი მიმდინარეობს ოქსიდაციური სტრესის ფონზე.
ღეროვანი უჯრედების პროლიფერაციული აქტივობის და მიგრაციის პროცესის დარღვევა და ნეირონების დაღუპვა იწვევს სისტემაში ციტო- და მიელოარქტექტონიკის რღვევას და ნაყოფის ალკოჰოლური და ტოლუოლური სინდრომების ფორმირებას. ნეიროგენეზის დარღვევა, განსაკუთრებით ჰიპოკამპში, ვლინდება ცხოველების ქცევაში. ეთანოლის და ტოლუოლის ზემოქმედება ვირთაგვების განვითარების ადრეულ ეტაპებზე ვლინდება კვლევითი აქტიურობის მნიშვნელოვან შესუსტებაში, სივრცითი დასწავლის უნარის შეფერხებაში და დასწავლისა და მეხსიერების კვალის კონსოლიდაციის უნარის გამოხატულ და მდგრად დარღვევებში.
ქრონიკული ალკოჰოლური ინტოქსიკაცია მოზრდილ ცხოველებში იწვევს ვერნიკე–კორსაკოვის სინდრომის ფორმირებას და ცენტრალური რუხი ნივთიერების ნეირონების და მიელინური ბოჭკოების დაზიანებას, რაც ვლინდება ცხოველების ქცევით აქტივობაში. ჩვენი მონაცემების მიხედვით სინდრომით გამოწვეული დარღვევები ვრცელდება პარკუჭების სისტემის ერთერთ მნიშვნელოვან უბანზე როგორიცაა სილვიის წყალსადენი, მისი ამომფენი ეპენდიმური უჯრედების წამწამოვან აპარატზე, რომელიც მონაწილეობას ღებულობს ლიქვორის ცირკულაციაში და თავის ქალასშიდა წნევის რეგულაციაში. ჩვენს მიერ დადგენილია, რომ ეთანოლის გარდა, ეპენდიმური უჯრედების წამწამოვანი აპარატი მგრძნობიარეა გეომაგნიტური ველისა და ტრანსმიტერების კონცენტრაციის მერყეობის მიმართ.
ვერნიკე–კორსაკოვის სინდრომის დროს ეპენდიმური უჯრედების წამწამოვანი აპარატის შეფერხება და გაჩერება მიუთითებს, რომ დღეისათვის მიღებული სინდრომისათვის დამახასიათებელი ნიშნები არ არის სრული და რომ ნევროპათიის პროცესი ვრცელდება თავის ტვინის პარკუჭების სისტემაზეც.
ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები ნაყოფის ალკოჰოლური და ტოლუოლური სინდრომის ზემოქმედების შედეგად გამოწვეული ნეიროგენეზის პროცესის დარღვევების შესახებ, რომელიც ვლინდება პოსტნატალური განვითარების ადრეულ ეტაპებზე, და ამ დარღვევების შესუსტების მიზნით სხვადასხვა ანტიოქსიდანტების გამოყენება წარმოადგენს მნიშვნელოვან მიღწევას დღეისთვის არსებული ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების შესწავლის სფეროში.

 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტები:


1. ეთანოლის პრენატალური ინტოქსიკაციით გამოწვეული ვირთაგვების ლიმბური სისტემის სტრუქტურების დარღვევების გამოვლენა პოსტნატალური განვითარების ადრეულ ეტაპებზე და მათი კორექცია თუთიის მეშვეობით. (GNSF/STO 2-343, #1–2/52, 2010 - 2012).
2. ვირთაგვების პოსტნატალური განვითარების ადრეულ ეტაპებზე ტოლუოლის ზემოქმედებით გამოწვეული ლიმბური სისტემის სტრუქტურების დარღვევების კორექცია ანტიოქსიდანტის მირადოლის მეშვეობით (GNSF/STO 2-344, #1–2/53, 2010 – 2012).
3. ეთანოლის დაბალი დოზების მასტიმულირებელი (ჰორმეზული) ზემოქმედების შესწავლა ლიმბური სისტემის ნეიროგენეზზე, მეტაბოლიზმზე და ქცევით აქტებზე თეთრი ვირთაგვების პოსტნატალური განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე. (FR/167/7-100/14, 2015-2018)

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტები:


1. პოსტემბრიონული განვითარების შესწავლა ალკოჰოლური ინტოქსიკაციის პირობებში (1997–1999)
2. მამძრავებელი სისტემის ფორმირება ალკოჰოლური ინტოქსიკაციის პირობებში (2000–2001)
3. ტოლუოლით ინტოქსიკაციის ზეგავლენა მამოძრავებელი სისტემის ქერქული და ქერქქვეშა სტრუქტურების პოსტნატალურ განვითარებაზე (2002–2003)
4. თავის ტვინის ქერქისა და ქერქქვეშა სტრუქტურების ტოლუოლით ინტოქსიკაციით გამოწვეული დარღვევების კორექცია ზოგიერთი ანტიოქსიდანტის გამოყენებით (2004–2005)
საერთაშორისო ღონისძიებები:
1. მუსერიძე დ., სვანიძე ი., ღვინაძე ნ., გეგენავა ლ. Ethanol intoxication and correction of changes with antioxidants in vitro, III International Symposium “Neuroplasticity: Nervous Substrate for Health and Disease. New Approaches for Research”, I. Beritashvili Center of Experimental Biomedicine, Ilia State University, New Vision University, October 2-4, Tbilisi, Georgia.
2. გეგენავა ლ., მუსერიძე დ., ღვინაძე ნ., სვანიძე ი. ტოლუოლის პრენატალური ინტოქსიკაციით გამოწვეული თეთრი ვირთაგვის ლიმბური სისტემის ნეიროგენეზის დარღვევების კორექცია თუთიის სულფატის მეშვეობით პოსტნატალური განვითარების ადრეულ ეტაპებზე. XII National Scientific Conference of Georgia „Actual Problems of Physiology and Biomedicine”, Georgian Ivane Beritashvili Society of Physiologists (GBSPh), GPBPh Kutaisi Branch, Sept. 25-27, 2014, Kutaisi, Georgia.
3. მუსერიძე დ., ხანაევა ზ., სვანიძე ი., გეგენავა ლ., ღვინაძე ნ. ტოლუოლის ზემოქმედებით გამოწვეული დასწავლისა და მეხსიერების პროცესების დარღვევის კორექცია მირადოლის მეშვეობით. ფიზიოლოგთა მესამე ეროვნული ყრილობის მასალები, 26–28 სექტემბერი 2013, თბილისი.
4. D. Museridze, Ts. Tsaishvili, I. Svanidze, E. Didimova, L. Gegenava, N. Gvinadze. The study of toluene influence on the structural organization of the hippocampus and on the processes of learning and memory. 8th FENS Forum of Neuroscience, July 14-18, 2012, Barcelona, Spain, International Convention Center (CCIB).
5. D. Museridze. The consequences of maternal alcohol consumption during pregnancy on the outcome of offspring and the possible ways of prevention. Second International Conference “From Maturity to Ageing”, 2012, 27-29 Aug. Georgia, Batumi.
6. L. Gegenava, D. Museridze, E. Didimovi, T. Sanikidze, N. Gvinadze, I. Svanidze. Disturbances in neurogenesis of the limbic system during the fetal alcohol syndrome development, ISTC International Scientific Seminar “Neuroplasticity: Nervous Substrate for Health and Disease. New Approaches for Research”, I. Beritashvili Center of Experimental Biomedicine,Ilia State University, September 25-27, 2012, Tbilisi, Georgia.
7. I. Svanidze, D. Museridze, E. Didimovi, L. Gegenava, N. Gvinadze. Plasticity of nerve cells in culture, ISTC International Scientific Workshop “Neuroplasticity: Nervous Substrate for Health and Disease. New Approaches for Research”, 2010, 17-19 Oct. Georgia, Tbilisi
8. Tsaishvili Ts., Museridze D., Svanidze I., Didimovi E., Gvinadze N., Gegenava L. Investigation of the morphological-functional alterations induced by the toluene intoxication at early stages of postnatal development in the rat. 9-th “Gagra talks” International Conference of Fundamental Questions of Neuroscience”, I. Beritashvili Institute of Physiology, Tbilisi, Georgia, Oct 13-16, 2010

 

მნიშვნელოვანი პუბლიკაციები

მონოგრაფიები:
1. Сванидзе И.К., Мусеридзе Д.П. Количественный анализ нуклеиновых кислот в пирамидных нейронах коры головного мозга. Мецниереба, 1974, Тбилиси.
2. Сванидзе И.К., Дидимова Е.В. Некоторые аспекты культивирования нервной ткани. Мецниeреба, 1981, Тбилиси.

სტატიები:

1. Svanidze I.K., Museridze D.P, Sanikidze T.V., Didimova E.V., Gegenava L.G., Gvinadze N.N, Tsaishvili Ts.S., Aptsiauri K. N. The study of pre- and postnatal influence of ethanol on cortical and subcortical structures of the limbic system in the offspring of alcoholized female albino rats, as well as the possibility of correcting of disorders caused by ethanol with antioxidants (In book: “Advances in Chemistry Research”, Vol. 27, Editors: James C. Taylor, Nova Science Publishers), 2015, 33-62.
2. Museridze D.P., Svanidze I.K., Gegenava L.G., Gvinadze N.N. Ethanol intoxication and correction of changes with antioxidants in vitro. Journal of Biological Physics and chemistry (JBPC), 2015, 15(1):5-8.
3. გეგენავა ლ., მუსერიძე დ., ღვინაძე ნ., სვანიძე ი. ტოლუოლის პრენატალური ინტოქსიკაციით გამოწვეული თეთრი ვირთაგვის ლიმბური სისტემის ნეიროგენეზის დარღვევების კორექცია თუთიის სულფატის მეშვეობით პოსტნატალური განვითარების ადრეულ ეტაპებზე. საქ. მეცნ. ეროვნული აკადემიის მაცნე, ბიომედიცინის სერია, 2014, 40(5–6):195–201.
4. Museridze D.P., Svanidze I.K., Tsaishvili Ts. S., Sanikidze T.V., Didimova E.V., Khanaeva Z., Gegenava L.G., Gvinadze N.N. Influence of Toluene on Postnatal Neurogenesis of Limbic and Motor Systems, Metabolism and Behavior of Animals and Correction of Disturbance by Antioxidants (In book: “Toluene: Chemical Properties, Applications and Toxicology”, Editors: Marco C. Palminteri, Nova Science Publishers), 2013, October 12, 125-150
5. Svanidze I., Museridze D., Didimovi E., Sanikidze T., Gegenava L., Gvinadze N. Disturbances in neurogenesis of the rat brain cortical and subcortical limbic structures during the fetal alcohol syndrome development and their correction with zinc. Journal of Biological Physics and chemistry (JBPC), 2012, 2(4):138-144.
6. Museridze D.P., Tsaishvili Ts.S., Svanidze I.K., Gedevanishvili N.S., Didimova E.V., Gvinadze N.N., Gegenava L.G. Effect of toluene intoxication on spatial behavior and learning of rats within early stages of postnatal development. Neirofiziologia/Neurophysiology, Mar.-April, 2010, 42(2):140-146.
7. Svanidze I. K., Didimova E.V., Gvinadze N. N. Influence of neurotransmitters on contractile activity of ciliary apparatus of ependymal cells in aqueduct of sylvius. Morphologia, 2010, 138(6):29-31.
8. Museridze D.P and Gegenava L.G. Effects of ethanol on neuron density in the limbic cortex of the brain and correction of evoked changes with the antioxidant Dolivin. Neuroscience and Behavioral Phusiology, 2010, 40(5):553-56.
9. Мусеридзе Д.П., Сванидзе И.К., Дидимова Е.В., Гегенава Л.Г., Гвинадзе Н.Н. Нарушение морфогенеза корковых и подкорковых структур двигательной системы крыс на ранних этапах постнатального развития после интоксикации толуолом и коррекция этих нарушений с помощью антиоксиданта. Соврем. проблемы токсикологии, 2010, №2-3, 29-32.
10. Museridze D.P., Tsaishvili Ts.S., Svanidze I.K., Khanayeva Z.S. Disorders in memory and learning in offspring of alcoholized female rats and a possibility for correction of these changes. Neurophysiology, 2008, 40(2):115-20.
11. Сванидзе И.К., Мусеридзе Д.П., Дидимова Е.В., Гвинадзе Н.Н., Гегенава Л.Г., Брегвадзе И.А. Коррекция изменений, вызванных толуолом в корковых и подкорковых структурах головного мозга белых крыс. Изв. РАН, 2007, 3, 325-28.
12. Мусеридзе Д.П., Саникидзе Т.В., Сванидзе И.К. Изучение изменения метаболической активности клеток коры головного мозга после алкогольной интоксикации и коррекция этих изменений доливином. Бюлл. Экспер. Биол. и мед., РАМН, 2006, 142(9):252.
13. Museridze D.P., Didimova E.V., Svanidze I.K., Bregvadze I.A. Influence of ethanol on proliferation of the lateral ventricle matrix cells and the motor gliocytes in the rats and correction of this influence. Georgian Journal of Neurosciences, 2006, 2(1):75-79.
14. Мусеридзе Д.П., Сванидзе И.К., Бахуташвили В.И. Изучение влияния этанола на рост аксо нов in vitro и коррекция этого влияния плафероном-ЛБ. Изв. АН Грузии, сер. биол. А, 2004, 30(4):548-552.
15. Svanidze I., Didimova E., Gvinadze N. Dry weight and size dynamics of the neurons in the brain subcortical structures of the limbic system in the offspring of the alkoholized albino rats. Georgian Journal of Neurosciences, 2002, 1(2):35-42.
16. Svanidze I., Tsaishvili Ts., Kokaia Z., Godiashvili S., Kokaia M. Differentation of neurons in the locus coeruleus after alotransplantation into previously denervated white rat hippocampus. Neurosci. Behav. Physiol., 1997, 28(4):349-353.
17. Сванидзе И.К., Сандодзе В.Я., Дидимова Е.В. Чхиквадзе Т.И., Портной В.Н., Раздольский А.С. Изучение влияния гипо- и гипермагнитных полей на двигательную активность реснитчатого аппарата эпендимных клеток. Радиобиология, 1994, 34(1):100-105.
18. Сванидзе И.К., Мусеридзе Д.П. Стимуляция роста и дифференцировки аксонов и дендри тов нейронов спинного мозга в тканевой культуре. Бюлл. Экспер. Биол. и мед., 1993, 116(12):650-52.
19. Сванидзе И.К., Мусеридзе Д.П. Рост аксонов в органотипической культуре спинного мозга. Бюлл. Экспер. Биол. и мед., 1990, 109(2):186-8.
20. Брегвадзе И.А., Дидимова Е.В., Сванидзе И.К. Прижизненные колебания сухого веса и структурные изменения нейросекреторных клеток супраоптического ядра гипоталамуса крыс в тканевой культуре. Изв. АН ГССР, сер. биол., 1990, 16(3):179-183.
21. Сванидзе И.К., Брегвадзе И.А., Дидимова Е.В., Мусеридзе Д.П. Реактивные изменения морфологии глиальных клеток ЦНС в культуре ткани. Цитология, 1989, 31(8):923-26.
22. Museridze D., Svanidze I., Sikarulidze N. Studies of dry weight of cortical neurons under conditions of osmotic brain edema development in rabbits. Neuropath. Pol., 1989, 27(1): 77-84.
23. Дидимова Е.В., Сванидзе И.К. Сократительная активность и прижизненное колебание сухого веса глиальных клеток в однослойных культурах. Онтогенез, 1988, 19(5):487-490.
24. Мусеридзе Д.П., Цаишвили Ц.С., Гигинеишвили Ц.В., Сванидзе И.К. Морфо-функциональные особенности нейронов спинного мозга на ранних стадиях культивирования. Цитология, 1985, 27(12):1407-1410.
25. Мусеридзе Д.П., Сванидзе И.К., Цаишвили Ц.С. Особенности дифференцировки мышечных трубочек на ранних этапах культивирования соматической мышечной ткани. Архив АГЭ, 1982, 82(1):87-93.
26. Мусеридзе Д.П., Сванидзе И.К. Особенности поведения нервных и мыщечных клеток в смешанных культурах скелетной мышцы и спинного мозга куриных эмбрионов. Цитология, 1982, 24(5):610-612.
27. Svanidze I., Didimova E. Plane reconstruction of the structure of mesencephalic tectum from hen embryos in dissociated culture. Brain Res., 1982, 247(1):121-128.
28. Дидимова Е.В., Сванидзе И.К. Изменения нервных и глиальных клеток мозжечка курино го эмбриона в диссоциированных культурах. Онтогенез, 1980, 11(5):536-538.
29. Лазриев И.Л., Сванидзе И.К., Цицишвили А.Ш., Дзамоева Э.И. Ультраструктурные особенности нейронов и синапсов коры головного мозга при циркуляторной гипоксии. Цитология, 1980, 22(2):139-143.
30. Lazriev I., Svanidze I., Tsitsishvili A. Effect of circulatory hypoxia (ischemia) on fine structure of neurons and synapses of the rabbits cerebral cortex. Neuropatol. Pol., 1979, 17(3):351-361.
31. Сванидзе И.К., Дидимова Е.В. Влияние стрихнина, морфина и серотонина на динамику сухого веса культивируемых глиальных клеток. Цитология, 1977, 19(8): 882-7.
32. Мусеридзе Д.П., Сванидзе И.К. Количественный анализ ДНК в нейронах и глиальных клеток коры головного мозга кошек. Изв. АН ГССР, сер. биол., 1975, 5-6, 1, 494.
33. Svanidze I., Museridze D. Changes in cytoplasmic RNA content and nuclear dry mass of cortical neurons and glia in the postischemic period. Neuropatol. Pol., 1974, 12(4):635-42

სახელმძღვანელოები:

1. Сванидзе И.К. Методы исследования нервной ткани в условиях культуры (В кн.: «Руководство по культивированию нервной ткани»), 1976, Москва, «Наука», 88-103
2. Вильнер Б.Я., Ройтбак А.И., Сванидзе И.К., Глия в тканевой культуре (В кн: Общая физиология нервной системы серии «Руководство по физиологии»), 1979, Наука, Ленинград.

 

თემა 2: მანგანუმის ქლორიდის სხვადასხვა დოზით ინტოქსიკაციის პირობებში ჰორმეზისის ეფექტის გამოვლენის მცდელობა და დადებითი შედეგის შემთხვევაში აგრესიულ ქცევაზე და ემოციურ მდგომარეობაზე მისი გავლენის შესწავლა (ხელმძღვანელი - ი. ლაზრიშვილი).



ჯგუფის სამეცნიერო შედეგები:


1. შესწავლილია სხვადასხვა ტიპის ნეირონებისა და გლიის უჯრედების (პროტოპლაზმური და ფიბროზული ასტროციტების, ოლიგოდენდროციტებისა და მიკროგლიოციტების) ულტრასტრუქტურა და ჩამოყალიბებულია მათი იდენტიფიკაციის კრიტერიუმები;
2. სმენის ხანგრძლივი ნაწილობრივი დეპრივაციის, ძილის პარადოქსული ფაზის დეპრივაციის, ცხოველების სოციალური იზოლაციის თავის ტვინის სხვადასხვა უბნების ულტრასტრუქტურაზე გავლენის შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა, რომ ტვინის ულტრასტრუქტურის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს სპეციფიური აფერენტული იმპულსაციის არა მარტო ონტოგენეზის ადრეული სტადიებზე, არამედ ზრდასრულ ასაკშიც შეწყვეტა;
3. შესწავლილია ნეირონების, გლიის უჯრედებისა და თავის ტვინის სისხლძარღვების რეაქცია ცირკულატორული ჰიპოქსიისა და ტვინის შეშუპებისას;

 

პირველად იქნა ნაჩვენები, რომ:


4. კატისა და ძაღლის პრორეალური ხვეულისათვის დამახასიათებელია დიდი ჰემისფეროების სხვადასხვა ზონებთან და ქერქქვეშა წარმონაქმნებთან არსებული აფერენტული და ეფერენტული მონოსინაფსური კავშირები;
5. კატის თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქის მოლეკულური შრის ნეიროპილის პერსინაფსურ დაბოლოებებში არსებობს მსხვილი პოლიმორფული, ჩვენს მიერ მულტივაკუოლურ ტომსიკებად წოდებული წარმონაქმნები, რომლებიც ინვაგინირებულია პირამიდული ნეირონების აპოკალური დენდრიტების ვარიკოზულ გაფართოვებებში;
6. კატებში დაფის აპკის დაზიანება სმენის სისტემის სარელეო ბირთვებში იწვევს სინაფსების სპეციფიურ, ადრე უცნობი სახის გადაგვარებას, რაც სინაფსური ვეზიკულების მემბრანით შემოსაზღვრულ ვაკუოლებში დეპონირებასა და მათ შემდგომ ლიზისში მდგომარეობს;
7. კატის თავის ტვინში სმენის სისტემის აღმავალი გზის სტრუქტურებში კოხლეარული ბირთვებიდან დიდი ჰემისფეროების ქერქამდე მცირდება აქსო-სომატური და იზრდება აქსო-დენდრიტული სინაფსების რაოდენობა, რაც ბგერის ნატიფ ანალიზს განაპირობებს;
8. თავის ტვინში ელექტროდების ქრონიკული იმპლანტაციისა და ხანგრძლივი თვითსტიმულაციის პირობებში ელექტროდის მიმდებარე უბანში ადგილი აქვს ნეირონებისა და სინაფსების დეგენერაციას, ფიბროზული ასტროციტების ჰიპერტროფიას და პროლიფერაციას და რეზიდენტული მაკროფაგების – მიკროგლიოციტების აქტივაციას, რომლებიც მონაწილეობს დეგენერირებული სტრუქტურების ფაგოციტოზსა და გლიის ნაწიბურის ფორმირებაში;
9. თავის ტვინის ქერქში არსებობს სინაფსური ვეზიკულების მსგავსი ბუშტუკების შემცველი პროტოპლაზმური ასტროციტის დენდრიტის ხორკლთან სპეციფიური კონტაქტი (ასტრო-ხორკლოვანი სინაფსი?);
10. იმ მდედრი ვირთაგვების ნაყარის, რომლებსაც მაკეობის პერიოდსა და ნაყარის ერთი თვის ასაკამდე საკვებთან ერთად ეძლეოდათ მანგანუმის ქლორიდი და ზრდასრული ვირთაგვების მანგანუმის ქლორიდით სუბქრონიკული ინტოქსიკაციის შედეგად ჰიპოკამპში, თავის ტვინის ექსტრაპირამიდული სისტემისა და ემოციოგენურ წარმონაქმნებში ადგილი აქვს მანგანუმის იონების აკუმულაცას, ნეირონების ნაწილის გადაგვარებასა და მკვეთრად გამოხატული გლიოზს, რაც იწვევს ცხოველების დასწავლის უნარის გაუარესებასა და შეუქცევად მოშლას, მაგრამ არსებით გავლენას არ ახდენს ქცევის ადრე გამომუშავებულ სტერეოტიპზე;
11. ზრდასრული არააგრესიული ვირთაგვების მანგანუმის ქლორიდით სუბქრონიკული ინტოქსიკაცია იწვევს სახეობათაშორისი მტაცებლური აგრესიის – მურიციდის (თაგვის მოკვლის) ქცევით გამოვლინებას.



მოპოვებული გრანტები:

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტები:


1. 1997-1999 "სისხლის რეოლოგიური თვისებების კორექციის ეფექტების კვლევა სისხლის მიმოქცევის ლოკალური დარღვევების, თავის ტვინის ქერქის ინფარქტის და სისხლის მასიური დაკარგვის პირობებში".
2. 2000-2001 "მანგანუმით ინდუცირებული ნეიროტოქსიკოზის ადრეული გამოვლინებების მორფოლოგიური, ბიოქიმიური და ქცევითი ანალიზი".
3. 2002-2003 “Effects of manganese exposure in early stages of ontogenesis of the morphological and functional parameters of the rats CNS”.
4. 2004-2005 "ვირთაგვას ქცევასა და თავის ტვინის ემოციოგენური უბნების სტრუქტურულ ორგანიზაციაზე მანგანუმის სხვადასხვა დოზით ინტოქსიკაციის მოგვიანო ეფექტების შესწავლა».

საერთაშორისო ორგანიზაციების და რუსთაველის ფონდის გრანტები:

1. 2002-2003, Grant of the Scientific Research Society “Sigma-Xi” - “Georgian Science Information Network”.
2. 2003, Grant of the UNESCO, CRDF, GRDF, SIGMA Xi , National Academy of Sciences (USA) - Organization of the Joint Seminar „Getting Knowledge and Skills Needed for Scientific Communication and Collaboration“, Tbilisi.
3. 2009-2011, STCU and GNSF joint grant # 4993- “Role of blood rheology and free radicals in local hyperthermia-induced morphological changes in the brain”.
4. 2012 – 2014, STCU and Rustaveli Foundation grant # 5632 – Analysis of the whole body Hyperthermia-induced behavioral disorders (Experimental study) “.
5. 2015–2017, რუსთაველის ფონდის გრანტი: „დარიშხანის ზემოქმედება ვირთაგვების ქცევასა და ტვინის ნეიროარქიტექტონიკაზე“.

 

საერთაშორისო ღონისძიებები:


1. 4th European Regional Conf. on Electron Microscopy, Roma, Italy, 1968;
2. 54e Congr. De L’association des Anatomistes, Sofia, Bulgaria, 1969;
3. International Symp. “Functions of Neuroglia”, Tbilisi, 1976;
4. 15th Czechoslovak Conf. on Electron Microscopy with Internat.Participation, Prague, 1977;
5. 3rd Symp. on Cerebral Hypoxia, Warszawa, 1979;
6. 7th European Congr. on Electron Microscopy, Hague, Netherland, 1980;,
7. 8th European Congr. on Electron Microscopy, Budapest, Hungary, 1984;
8. International Symp. “Functions of Neuroglia”, Tbilisi, 1984;
9. International Symp. “Functions of Neuroglia”, Tbilisi, 1989
10. 3rd European Meeting on Glial Cell Function, Athens, Greece, 1998;
11. 4th European Meeting on Glial Cell Function, Barcelona, Spain, 2000;
12. 5th European Meeting on Glial Cell Function, Roma, Italy, 2002;
13. 5th International Symp. on Trace Elements in Human, Athens, Greece, 2005;
14. 3rd International Conf. in Lithuania “Metals in the Environment”, Vilnius, 2006;
15. 36th Annual Meeting of the Society for Neuroscience (SfN), Atlanta, Georgia, USA, 2006;
16. Joint Conference (ISTERH, NTES, HTES) on “Trace Elements in Diet, Nutrition, and Health: Essentiality and Toxicity”, Hersonissos, Crete-Greece, 2007;
17. 3rd International Meeting “Trace Elements in the Food Chain”, Budapest, Hungary,2009;
18. XXIX Meeting of the International Clinical Hyperthermia Society, Cologne, Germany, 2010;
19. XXX Meeting of the International Clinical Hyperthermia Society, Tbilisi, 2011.

 

მნიშვნელოვანი პუბლიკაციები:

მონოგრაფიები:


1. Микеладзе А.Л. Структурная организация вегетативных ядер ЦНС. «Мецниереба», Тбилиси, 1968
2. Лазриев И.Л. Ультраструктура нейронов и синапсоархитектоника центральных отделов слуховой системы. «Мецниереба», Тбилиси, 1983

სტატიები:


1. Mikeladze A.L., Lazriev (Lazrishvili) I.L. Quantitative analysis of structural elements surrounding dendrite processes of the cortical neurons. In: “Electron Microscopy 1968”, Roma. 1968, v.2, p. 575-576.
2. Mikeladze A.L., Lazriev (Lazrishvili) I.L. Ultrastructure of neurons and synapses of the brain stem dorsal cochlear nucleus in cats. Arch. Anat., 1970, 59, 11, 18-27
3. Mikeladze A.L., Lazriev (Lazrishvili) I.L. Ultrastructure des corps mamillaries du cerveau. Bull. de L’assosiat. des Anatomistes, 1971, v.146, #2, p.723-724.
4. Mikeladze A.L., Lazriev (Lazrishvili) I.L. Electron microscopic study of localization of the primary afferent fibers in the brain stem cochlear nuclei. Bull. Exp. Biol. Med., 1972, 74, 12, 101-104.
5. Lazriev (Lazrishvili) I.L., Kiknadze G.I. On the synapsoarchitectonics of parietal and auditory areas of the cat’s cerebral cortex. Arch. Anat., 1975, 68, 4, 9-12
6. Lazriev (Lazrishvili) I.L., Kiknadze G.I. Mkheidze E.G. Ultrastructure of neurons in the rat’s cerebral cortex at various levels of motor activity. Cytology, 1977, 19, 6, 686-688.
7. Lazriev (Lazrishvili) I.L. Synaptoarchitectonics of the brain medial geniculate body in cats. Cytology, 1977, 19, 10, 1130-1134.
8. Mikeladze A.L., Roitbak A.I., Lazriev (Lazrishvili) I.L. Synapses with myelinated and nonmyelinated preterminal regions in the cat’s cerebral cortex. Neurophysiology, 1979, 11, 2, 174-175.
9. Mkheidze E.G., Kiknadze G.I., Lazriev (Lazrishvili) I.L. Ultrastructural peculiarities of synapses in the rat’s cerebral cortex at enhanced motor activity. Proc. Georgian Acad. ., 1979, 5, 3, 223-230.
10. Dzamoeva E.I., Svanidze I.K., Lazriev (Lazrishvili) I.L., Tsitsishvili A.Sh. Effect of circulatory hypoxia (ischemia) on fine structure of neuroglia of the rabbit’s cerebral cortex. Neuropathol. Polska, 1979, v.17, p. 369-378.
11. Dzamoeva E.I., Lazriev (Lazrishvili) I.L. Ultrastructure of neuroglia. In: General Physiology of the Nervous system. In a series “Handbook of Physiology”, Nauka, Leningrad, 1979, 547-554.
12. Lazriev (Lazrishvili) I.L., Svanidze I.K., Tsitsishvili A.Sh., Dzamoeva E.I. Ultrastructural peculiarities of cortical neurons and synapses in cilculatory hypoxia. Cytology, 1980, 22, 2, 139-143.
13. Lazriev (Lazrishvili) I.L. Comparative synapic architecture of some subcortical auditory nuclei. In: “Electron Microscopy 1980”, Leiden, 1980, v.2, 152-153.
14. Mchedlishvili G.I., Lazriev (Lazrishvili) I.L., Tsitsishvili A.Sh., Sikharulidze N. Ischemic changes in brain interstitial space volume. IRCS Medical Sci., 1981, v.9, p.399-400.
15. Lazriev (Lazrishvili) I.L., Kiknadze G.I. Synaptic architecture of molecular layer of cat’s cerebral cortex with special reference to the multivacuolar sac. In: “Electron Microscopy 1982”, Hamburg, 1982, v.3, p.663-664.
16. Lazriev (Lazrishvili) I.L., Kiknadze G.I. Peculiarities of ultrastructural organization of neuropil in the first layer of the cerebral cortex in cats. Neurophysiology, 1983, 15, 1, 50-55.
17. Lazriev (Lazrishvili) I.L. Effect of tympanic membrane removal on the fine structure of glial cells of the auditory relay nuclei. J. Electron Microsc., 1986, v.35, Suppl. 4, p. 3173-3174.
18. Lazriev (Lazrishvili) I.L., Makarov F.N. Ultrastructural organization of geniculo-cortical neurons, manifested with the method of horse-radish peroxidase. Cytology, 1989, 31, 7, 752-756.
19. Lazriev (Lazrishvili) I.L., Dzamoeva E.I., Kiknadze G.I. Synaptic architecture of the cat septum pellucidum. J. Neurosci. and Behav. Physiol., 1989, v.19, #1, p. 83-87.
20. Lazriev (Lazrishvili) I.L., Roitbak A.I. A specialized contact astrocyte containing accumulation of vesicles with a dendrite spine in cat’s cerebral cortex. Rep. of USSR Acad. Sci., 1990, 312, 6, 1483-1484.
21. Dzamoeva E.I., Lazriev (Lazrishvili) I.L., Kiknadze G.I., Abashidze N.V. Ultrastructural changes in the septum of the cat brain with prolonged self-stimulation. J. Neurosci. and Behav. Physiol., 1991, v.21, # 1, p. 65-72.
22. Kutateladze I.I., Lazriev (Lazrishvili) I.L. Ultrastructure of synapses in the upper layers of the cat cerebral cortex after application of strychnine. J. Neurosci. and Behav. Physiol., 1998, v.28, #3, p. 304-311.
23. Lazriev (Lazrishvili) I.L., Kostenko N.A., Lordkipanidze T.G. Distribution of Neuro- and Macrogliocytes in Layers in Different Part of the Auditory Cortex of the Cat Brain (Quantitative Studies). J. Neurosci. and Behav. Physiol., 2001, v.31, 6, 613-616.
24. Kiknadze G.I., Dzamoeva E.I., Lazriev I.(Lazrishvili) .L. Ultrastructure of the Main Sensory Nucleus of the Trigeminal Nerve of the Cat in Normal Conditions and in Conditions of Threshold Pain Stimulation. J. Neurosci. and Behav. Physiol., 2001, v. 31, # 6, p. 623-627.
25. Shukakidze A.A., Lazriev (Lazrishvili) I.L., Khetsuriani R.G., Bikashvili T.Z. Changes in neuroglial ultrastructure in various patrs of the rat brain during manganese chloride poisoning. J.Neurosci. and Behav. Physiol., 2002, v.32, # 6, p.561-566.
26. Shukakidze A., Lazriev (Lazrishvili) I., Mitagvaria N. Behavioral impairments in acute and chronic manganese poisoning in white rats. J. Neurosci. and Behav. Physiol., 2003, v. 33, # 3, p.263–267.
27. Cho W.J., Jeremic A., Rognlien K., Zhvania M.G., Lazrishvili I., BikaShvili T., Jena B.P.Structure, Isolation, composition and reconstruction of the neuronal fusion pore. Cell Biol. Internat., 2004, v. 28, p. 699-708.
28. Zhvania M.G., Lazrishvili (Lazriev) I.L. Discovery of a new cellular structure-porosomes. Cytology, 2005, 47, 1, 23-27.
29. Shukakidze A., Tsintsadze T., Bikashvili T., Darbaidze M., Mitagvaria N., Lazrishvili I. The effect of subacute per os manganese chloride administration on the rat’s learning ability and memory. In: Proc. of 5-th International Symp. on Trace Elements in Human: New Perspectives”, Athens, 2005, p.215-223.
30. Bikashvili T., Chkhartishvili N., Kostenko N., Kutateladze I., Lazrishvili I. Behavioral and histopathological effects of pre- and perinatal manganese exposure in rats. . In: Proc.of 5-th International Symp. on Trace Elements in Human: New Perspectives”, Athens, 2005, p.224-232.
31. Bikashvili T., Shukakidze A., Kutateladze I., Chkhartishvili N., Lazrishvili I. Effect of Pre- and perinatal manganese exposure on brain manganese levels, body weight gain and learning ability of the rat. In Proc. of 3rd Internat. Conf. in Lithuania “Metals in the Enviornment”. Vilnius, 2007, p. 74-77.
32. Lazrishvili (Lazriev) I.L., Shukakidze A.A., Chkhartishvili N.N., Bikashvili T.Z. Morphological changes and manganese content in the brain of rats, subject to Mn chloride intoxication. Morphology, 2008, т.133, №1, с. 25-30.
33. Lazrishvili (Lazriev) I.L., Shukakidze A.A., Chkhartishvili N.N., Bikashvili T.Z. Morphological changes and manganese content in the brains of rat pups subjected to subcronic poisoning with manganese chloride. J. Neurosci. and Behav. Physiol., 2009, v. 39, # 1, p.7-12.
34. Bikashvili T., Lazrishvili I., Shukakidze A. Effect of pre- and perinatal manganese exposure on rat pups Development: body weight gain and behavior in open field. In: Proc. of 3rd International Symposium on Trace Elements in the Food Chain, Budapest, 2009, 137- 141.
35. Lazrishvili I.L., Zhvania M.G. Porosome: a new organelle and a universal secretory mechanism of the cell. Cytology, 2010, 52, 7, 534-536.
36. Lazrishvili I.L., Bikashvili T.Z., Gelazonia L.K., Okuneva V.G. Does manganese excess induce the mouse-killing behavior in initially nonaggressive rats? J Biol. Physics and Chem. 2012, 12:158-160.
37. Zhvania M.G. Bikashvili T.Z., Japaridze N.J., Lazrishvili I., Ksovreli M.White noise and neuronal porosome complex: transmissiom electronmicroscopic study. Discoveries, 2014, 2(3): e25. Doi: 10, 15190/d.2014.17.

სახელმძღვანელოები:

1. Дзамоева Э.И., Лазриев И.Л. Ультраструктура нейроглии. В кн.: Общая физиология нервной системы. В серии «Руководство по физиологии», «Наука», Ленинград, 1979, с. 547-554.
2. ი. ლაზრიშვილი, ნ. მითაგვარია. ბიოლოგია (მე-7 კლ., 32 პარაგრაფი), გამომც. "განათლება", თბილისი, 1998.
3. ი. ლაზრიშვილი, გ. კიკნაძე. ბიოლოგია (ტესტები, 6-11 კლასები), გამომც. "განათლება", თბილისი, 1999.
4. ი. ლაზრიშვილი. ბიოლოგია (მე-7 კლ., 12 პარაგრაფი), გამომც. "განათლება", თბილისი, 2004.
5. ი. ლაზრიშვილი. ბიოლოგია (მასწავლებლის ბიბლიოთეკა, IV, V და VI თავები), გამოცდების ეროვნული ცენტრის გამოცემა, თბილისი, 2011