ქცევისა და კოგნიტიურ ფუნქციათა ლაბორატორია

ლაბორატორიის გამგე:

მანანა დაშნიანი

ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი

ელ.ფოსტა: m.dashniani@yahoo.com

m.dashniani@lifescience.org.ge

 

მთავარი მეცნიერ თანამშრომლები:

მაია ბურჯანაძე

აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში

ელ.ფოსტა: burj_m@yahoo.com

მანანა გუგუშვილი

აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში

ელ.ფოსტა: gugushvili555@yahoo.com

 

 

უფროსი მეცნიერ თანამშრომლები:

ნინო ჩხიკვიშვილი

აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში

ელ.ფოსტა: nidochi@yahoo.com

ირმა ხაჩიძე

აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში

ელ.ფოსტა: irmakha@yahoo.com

 

მეცნიერ თანამშრომლები:

 

გელა ბესელია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

ელ.ფოსტა: gbeselia@yahoo.com

 

 

 

ქეთევან ინასარიძე

აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში

ელ.ფოსტა: kate_inasaridze@yahoo.co.uk

           kate_inasaridze@hotmail.com

 

 

ლალი ყრუაშვილი 

აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში

ელ.ფოსტა: lali.kruashvili@gmail.com

 

ლაბორატორიაში მიმდინარეობს კვლევები რამდენიმე მიმართულებით:


2006 - დღემდე - მეხსიერებისა და დასწავლის პროცესებში ბაზალური წინატვინის ქოლინერგული სისტემების მნიშვნელობის კვლევა (მ. დაშნიანი, მ. ბურჯანაძე, თ. ნანეიშვილი, ნ. ჩხიკვიშვილი, ა. ნოსელიძე, გ. მაღლაკელიძე, გ. ბესელია, ლ. ყრუაშვილი, ნ. ფოჩხიძე).
დადგენილია, რომ ჰიპოკამპთან ერთად, მედიალური სეპტუმი იმ ფუნქციური სისტემის შემადგენლობაში უნდა განვიხილოთ, რომელიც სივრცითი მეხსიერების კოგნიტიური ფორმების რეალიზაციაში მონაწილეობს, ხოლო მსხვილუჯრედოვანი ბაზალური ბირთვის დაზიანების პირობებში მეხსიერების დეფიციტი ყურადღების მექანიზმების ცვლილებებს უკავშირდება. სივრცითი მეხსიერების პროცესებში სეპტოჰიპოკამპური პროექციების მონაწილეობა არ განისაზღვრება მხოლოდ ქოლინერგული ნეირონებით. მეხსიერების პროცესები სეპტოჰიპოკამპური სხვადასხვა ერგული, მათ შორის GABA-ერგული, პროექციების თანადროული მოქმედების საფუძველზე რეალიზდება.

2010 - დღემდე - ანტიდემენციური ფარმაკოლოგიური აგენტების მოქმედების მექანიზმების კვლევა ალცჰეიმერის დაავადების ცხოველურ მოდელებში (მ. დაშნიანი, მ. ბურჯანაძე, თ. ნანეიშვილი, ნ. ჩხიკვიშვილი, ა. ნოსელიძე, გ. მაღლაკელიძე, გ. ბესელია, ლ. ყრუაშვილი, ნ. ფოჩხიძე).
ქცევით ექსპერიმენტებსა და in vivo მიკროდიალიზის მეთოდის გამოყენებით გამოვლინდა, რომ გლუტამატერგული NMDA რეცეპტორის ანტაგონისტის – მემანტინის თერაპიული დოზის რელევანტური დოზით ქრონიკული ზემოქმედება მნიშვნელოვნად ცვლის ჰიპოკამპში გლუტამატერგულ ტრანსმისიას,

2006-დღემდე - თავის ტვინის ბიოელექტრული თავისებურებების შესწავლა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვებში კომპიუტერული ელექტროენცეფალოგრაფიის მეთოდით(ვ.მალოლეტნევი, მ.გუგუშვილი, ი.ხაჩიძე).
დადგენილია, რომ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე პაციენტები არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც ჰომოგენური ნოზოლოგიური ჯგუფი, ვინაიდან გამოყოფილი 4 ტიპის ეეგ მაჩვენებლების თავისებურებები მიუთითებს განსხვავებული ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმების დისფუნქციაზე.

 

კვლევითი გრანტები:


2006 - 2009 - ქოლინერგული სისტემების როლი მეხსიერებასა და დასწავლის პროცესებში
(GNSF / ST 06/6-062).
2009 - 2012 - მეხსიერებისა და სეპტოჰიპოკამპური სისტემის ურთიერთკავშირის შესწავლა (GNSF / ST 08/6-456).
2012 - 2015 - ჰიპოკამპდამოკიდებული მეხსიერების მოდულაცია სეპტოჰიპოკამპური
ქოლინერგული და არაქოლინერგული პროექციებით: ქცევითი და
იმუნოციტოქიმიური კვლევა (SNRSF 13/10).

ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ქცევისა და კოგნიტიურ ფუნქციათა ლაბორატორია წარმოადგენს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის პრიმატების ქცევის შემსწავლელი (ხელმძღვანელი, აკადემიის წ/კ, ალექსანდრე ბაკურაძე), მეხსიერების ნეიროფიზიოლოგიის (ხელმძღვანელი, აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი) და ფსიქოფიზიოლოგიის (ხელმძღვანელი - მედიცინის მეცნ.დოქტორი ვიქტორ მალოლეტნევი) ლაბორატორიების მემკვიდრეს. ამ ლაბორატორიების სხვადასხვა თაობის მეცნიერთა მიერ კვლევები მიმდინარეობდა რამდენიმე მიმართულებით, რომელთა შედეგები გამოქვეყნებულია საერთაშორისო და სამამულო პერიოდულ გამოცემებსა და შრომათა კრებულებში. კვლევები ჩატარებულია ადამიანებზე, უმდაბლეს მაიამუნებზე, კატებსა და ვირთაგვებზე, როგორც ქცევითი, ასევე ელექტროფიზიოლოგიური მეთოდების გამოყენებით.

ამ ლაბორატორიების სხვადასხვა თაობის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევები და ძირითადი შედეგები:

1968-1985 წწ. - უმდაბლესი მაიმუნების ხატისმიერ მეხსიერებასა და ელემენტარულ გონიერ მოქმედებაში ახალი ქერქის სხვადასხვა უბნის მნიშვნელობის კვლევამ გამოავლინა უმდაბლესი მაიმუნების შუბლის წილის დორსოლატერალური გრანულარული ქერქის მონაწილეობა ხანმოკლე ხატისმიერ მეხსიერებაში (ა. ბაკურაძე, ა. კაცი, ლ. გუგუშვილი, მ. ჯაფარლი).

1968-1978 წწ. - ასოციაციური თალამო-კორტიკალური სისტემის ელექტროფიზიოლოგიური მახასიათებლების შესწავლის საფუძველზე დამუშავდა დებულება თალამუსის ასოციაციური ბირთვების, როგორც სტრუქტურებისა, რომლებიც ახორციელებენ სენსორული ინფორმაციის ინტრამოდალურ ინტეგრაციას და იმავდროულად უზრუნველყოფენ ინტერმოდალური სინთეზის პროცესებს (ვ.მალოლეტნევი, ს.ნარიკაშვილი, ა.ტიმჩენკო, ვ.არუთინოვი).

1977-1996 წწ. - ძილის, როგორც ცნს-ის ფუნქციური მდგომარეობის თვითრეგულაციის საბაზო პროცესის, ფუნქციური მახასიათებლების დადგენის საფუძველზე ჩამოყალიბებულია და ექსპერიმენტულად დასაბუთებულია ორიგინალური კონცეფცია ძილის სხვადასხვა ფაზისა და სტადიის როლის შესახებ ცნს-ის, და მთლიანად ორგანიზმის, ფუნქციური მდგომარეობის თვითრეგულაციაში (ვ.მალოლეტნევი, ს.ნარიკაშვილი, ა.ტიმჩენკო, გ.ბერაძე, შ.მანჯავიძე, ზ.თელია, ბ.ჩაჩანაშვილი)

1978-1985 წწ. - უმდაბლეს მაიმუნებში პრეფრონტალური ქერქის ძირითადი ღარის სხვადასხვა უბნის ლოკალური დაზიანებისა და ნეიროფსიქოლოგიური კვლევების საფუძველზე, გამოვლენილია ფუნქციათა დისოციაცია აღნიშნული ქერქული უბნის ფარგლებში. განსაზღვრულია, რომ ვისკონსინ ტესტ-აპარატის პირობებში უმდაბლესი მაიმუნები სივრცით დაყოვნებულ ამოცანას ეგოცენტრული სტრატეგიით - მოტორული პროგრამის შენახვის საფუძველზე ახორციელებენ. ელექტროფიზიოლოგიურ ექსპერიმენტებში ნეირონული აქტივობის რეგისტრაციის საფუძველზე, პრეფრონტალური ქერქის დორსოლატერალურ მიდამოში გამოვლენილია ნეირონული პოპულაციები - ფუნქციური ერთეულები, რომლებიც მონაწილეობენ სივრცითი ამოცანების შესრულებისას ინფორმაციის გადამუშავების სხვადასხვა პროცესში (ა. ბაკურაძე, თ. ნანეიშვილი, რ. არაგველი, ა. ნოსელიძე, გ. მაჭავარიანი მ. დაშნიანი, მ. ბურჯანაძე ).

1975-1983 წწ. - პრემეზენცეფალურ დონეზე აღმავალი პროექციების გადაკვეთის პირობებში გამოვლენილია ახალ ქერქზე უკანა ჰიპოთალამუსის ექსტრარეტიკულური აღმავალი გამააქტივებელი გავლენის ფაქტი კატებში და შესწავლილია ამ გავლენათა ზოგიერთი მნიშვნელოვანი კანონზომიერება (თ. ნანეიშვილი, მ. დაშნიანი, მ. ბურჯანაძე, ა. ნოსელიძე, რ. არაგველი).

1985-2006 წწ - ორგანიზმის ფსიქოფიზიოლოგიური მდგომარეობის თვითრეგულაციის მექანიზმების შესწავლა სხვადასხვა ტიპის სტრესული ზემოქმედების (ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი დატვირთების, ფსიქოემოციური გადატვირთვის) პირობებში და ამ მექანიზმების ოპტიმიზაციისა და კორექციის მეთოდების შემუშავება ნორმალურ პირობებსა და ცნს-ის პათოლოგიური დარღვევების დროს:
• შემუშავებულია დებულება ფსიქოემოციური მდგრადობის ფაქტორის, როგორც პიროვნების ფუნდამენტური მახასიათებლის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის პროფესიული აქტივობის ეფექტიანობასა და საიმედობას საქმიანობის იმ სფეროებში, რომლებიც დაკავშირებულია ძლიერ სტრესულ ფაქტორებთან (ოპერატორის საქმიანობა, სპორტი, სამხედრო კონტინგენტი და ა.შ.). მოწოდებულია საავტორო უფლებებით დაცული, სტრესოგენური ზემოქმედებისადმი პიროვნების ფსიქოემოციური მდგრადობის მაჩვენებლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი ობიექტური შეფასების ორიგინალური მეთოდიკა( ვ.მალოლეტნევი, ა.ტიმჩენკო, კ.წერეთელი, მ.მამუკაშვილი).
• შემუშავებულია ფსიქოსოციალური დეზადაპტაციის სინდრომის ცნება, როგორც ადამიანის ორგანიზმის განსაკუთრებული რეაქციის ფორმა სოციალური გარემოს სტრესული ფაქტორების გავლენის შესახებ( გ.ბერაძე, გ.ძიძიგური).
• სამედიცინო აკადემიის ბავშვთა ნევროლოგიის კათედრასთან ერთობლივად ჩატარდა მუშაობა კლინიკის პრაქტიკაში ეეგ-ს კომპიუტერული ანალიზის თანამედროვე მეთოდიკის დასანერგად: კერძოდ, ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების ეეგ მაჩვენებლების შეფასების პარამეტრების გამოსამუშავებლად ინტერიქტალურ პერიოდში ანტიკონვულსანტებით მკურნალობის ფონზე (ვ.მალოლეტნევი, გ.ნატრიაშვილი, ნ. გელაძე, ი ხაჩიძე).
• ფიზიკური კულტურისა და სპორტის აკადემიის სპორტული მედიცინის კათედრასთან ერთად დამუშავდა თემა: “ორგანიზმის სტრესული რეაქციის ფსიქონეიროიმუნოლოგიური ასპექტები (ფ.კალანდარიშვილი, გ.იაშვილი).

1987-2005 წწ - ბავშვების პოსტნატალური ონტოგენეზის პროცესში სივრცითი მეხსიერების ფორმირების კანონზომიერებათა კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ეგოცენტრული სისტემის - ნავიგაციური ათვლების~ მექანიზმების ფორმირება 24 თვის ასაკიდან იწყება, ხოლო მისი სრულყოფა 60 თვის ასაკამდე გრძელდება; ერთიანი სივრცის მენტალური რეპრეზენტაციის უნარს ბავშვები 5 წლის ასაკიდან იძენენ, ხოლო სრულყოფილი სახით მხოლოდ 7-8 წლის ასაკში ვლინდება (მ. დაშნიანი, ნ. ჩხიკვიშვილი, ლ. ბაქრაძე, რ. არაგველი, მ. ბურჯანაძე, თ. ნანეიშვილი, ა. ნოსელიძე)

2000-2005 წწ. - ექსპერიმენტების სერიაში გამოვლენილია თეთრ ლაბორატორიულ ვირთაგვებზე "წამალთდამოკიდებულების” ფენომენის სხვადასხვა სტადიის განვითარების კრიტერიუმები და ის ფაქტორები, რომლებიც ამ სტადიათა განვითარებას განაპირობებს. ნაჩვენებია, რომ ამ ფენომენის საწყისი სტადიის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს წამლით აღძრული სუბიექტური განცდა, ხოლო მოგვიანო სტადიის განვითარებისათვის _ წამლის ინტრავენურად შეყვანის ინსტრუმენტულ რეაქციათა რაოდენობა (თ. ნანეიშვილი, გ. მაღლაკელიძე, თ. ასანიძე, ა. ნოსელიძე მ. დაშნიანი, მ. ბურჯანაძე, ნ. ჩხიკვიშვილი).

2003-2007 წწ. - შესწავლილია მეხსიერებისა და დასწავლის პროცესებში დორსალური და ვენტრალური სტრიატუმის სტრუქტურათა მონაწილეობა და მათ შორის ფუნქციათა დისოციაცია: მიმდებარე ბირთვი (n.accumbens) მონაწილეობს, როგორც თავდაცვით, ასევე კვებით მოტივაციაზე დაფუძნებულ განმტკიცების მექანიზმებით განპირობებულ დასწავლის პროცესებში და მონაწილეობს როგორც კლასიკური, ასევე ინსტრუმენტული განპირობების პროცესებში; კლასიკური განპირობების პროცესებში კუდიანი ბირთვი არ მონაწილეობს (თ. ნანეიშვილი, გ. მაღლაკელიძე, ა. ნოსელიძე მ. დაშნიანი, მ. ბურჯანაძე, ნ. ჩხიკვიშვილი ).

სხვადასხვა მიმართულებით წარმოებულ კვლევებში მიღებული მონაცემები გამოქვეყნებულია საერთაშორისო და სამამულო პერიოდულ გამოცემებსა და შრომათა კრებულებში

საავტორო უფლება:

Малолетнев В.И., Тимченко А.С., Церетели К.В. Способ определения эмоциональной устойчивости. Авторское свидетельство N 1438693, от 22. 07. 1988
გ.ბერაძე, ვ.მალოლეტნევი. ნაშრომთა ციკლი „პიროვნების ფსიქო-სოციალური ადაპტაციის განსაზღვრა“ . საქპატენტი 5997, 14.07.2014

მონოგრაფიები:

1. Малолетнев В.И. Электрофизиологическая характеристика подушки таламуса. «Мецниереба”, Тбилиси, 1977, 170
2. Бакурадзе А.Н., Нанейшвили Т.Л., Гугушвили Л.Н., Бериташвили И.С. Отсроченное поведение и рассудочная деятельность низших обезьян. “Мецниереба”,Тбилиси, 1981, 99
3. Нанейшвили Т.Л. Нейрофизиологические основы пространственной краткосрочной памяти. « Мецниереба», Тбилиси, 1985, 144
4. Малолетнев В.И. Биологическая функция сна. “Мецниереба”, Тбилиси, 1993, 205

ლაბორატორიის თანამშრომლები ეწევიან პედაგოგიური საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

შეიქმნა და გამოიცა სახელმძღვანელოები:

1. ნანეიშვილი თ. ლ. ქცევის ფიზიოლოგია. თბილისი, 1995, 272
2. ნანეიშვილი თ. ლ. სინაფსი _ მოლეკულიდან ქცევამდე. თბილისი, გამომც. ''მეგობარი'', 2002
3. ნანეიშვილი თ.ლ. ტკივილის ფსიქოფიზიოლოგია. თბილისი, გამომ. ''მეგობარი'', 2002
4. ნანეიშვილი თ. ლ. ქცევის ფსიქოფიზიოლოგია. თბილისი, გამომცემლობა “იანუსი”,2003, 387